როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 1 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 31 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 5 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
MAVA
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას მაღაზია New Trend-ის მენეჯერის პოზიციაზე. MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend. პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00, 13:00- 22:00 ** ანაზღაურება: შეთანხმებით ** ჯანმრთელობის დაზღვევა გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს: აუცილებელი მოთხოვნები: ** გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვის გარეშე; ** პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა; ** მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა; ** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით; ** ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა; ** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1; ** ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა; ** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიის პერსონალის მართვა; ** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** გაყიდვებისა და KPI-ების შესრულების კონტროლი, გაყიდვების კომერციული და საოპერაციო მართვა; ** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი; ** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა; ** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა; ** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი; ** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა; ** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა; ** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი; ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა; ** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@mavaltd.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მაღაზიის მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
Gold Way Group