როგორ მივმართო
- განთავსდა
- 11 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 2 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
- საქმიანობა
- მედიცინა, სილამაზე და სპორტი
- დაარსდა
- 1998
ღია ვაკანსია: 6 · საიდენტიფიკაციო კოდი: 201954242
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა რეანიმაციაში დღის ექთნის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას N17 ჩვენ გთავაზობთ: მოქნილ სამუშაო გრაფიკს; მეგობრულ გარემოს; ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; უსაფრთხო სამუშაო გარემოს;; პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას; ძირითადი ფუნქციები: პაციენტთა საექთნო პროცესებში მონაწილეობა; არსებული ასეპტიკა-ანტისეპტიკის ნორმების დაცვა; პაციენტის ჰიგიენური ნორმბის უზრუნველყოფა ექთნის დახმარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის დრო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილების მქონე კანდიდატებს; პიროვნული უნარ-ჩვევები: დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდში მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული კომუნიკაციის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge . გთხოვთ, სათაურისს ველში(subject) აუცილებლად მმიუთითოთ პოზიციის დასახელება. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ექთნის დამხმარე ზოგად სტაციონარში
თოდუას კლინიკა
თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის ქ.
მორიგე ექთნის დამხმარე
წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ექთნის დამხმარე საოპერაციო დეპარტამენტში
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
