მზარეული
- თბილისი, საბურთალო, თბილისი, დიდი დიღომი, თბილისის შემოგარენი, წყნეთი
- სრული განაკვეთი
- დარჩენილია 29 დღე
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 24 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
წისქვილი ჯგუფი
- საქმიანობა
- რესტორნები, ბარები
- დაარსდა
- 2002
ღია ვაკანსია: 17 · საიდენტიფიკაციო კოდი: 202200778
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს მზარეულის ვაკანტური პოზიციები. ლოკაცია: საბურთალო, წყნეთი, დიღომი გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები. მოვალეობები: სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად კერძების მომზადება; ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; მარაგების ეფექტურად გამოყენება. მოთხოვნები: მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; სწრაფად რეაგირების უნარი; ორანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 25 22 20 ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მზარეულის დამხმარე
რესტორანი ბანგკოკი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მზარეული
dayoff.

