მიმღები-რეგისტრატორი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- სასტუმრო " Intourist Hotel Kazbegi " აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე.
- ფუნქცია-მოვალეობები:
- ** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
- ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- ** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
- ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
- ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
- ძირითადი მოთხოვნები:
- ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
- პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- ** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
- ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
- ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
- დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
რეგისტრატორი
ევექსი
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალისტი
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

