როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 24 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ვეგა გრუპი
- საქმიანობა
- ტრანსპორტი და გადაზიდვები
- დაარსდა
- 2015
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 400137295
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
კომპანია „ვეგა გრუპი“ 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე „ვეგა გრუპი“ მომხმარებელებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით. კომპანია „ ვეგა გრუპი “ აცხადებს ვაკანსიას - ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით: სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა; ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი; სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება; ტრანსპორტის ადგილმდებარეობის მონიტორინგი; მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა; პარტნიორ კომპანიებთან დროული ანგარიშსწორების კონტროლი; პოტენციური მომწოდებლების და ფასების ბაზრის კვლევა, მონაცემთა ბაზის განახლება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარჩვევები: გუნდური მუშაობის უნარი; პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი; კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი; პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@vegageo.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.vegageo.com მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ლოგისტიკის კოორდინატორი
AutoBidMaster
≈ 2000–2500 ₾
≈ 1000 ₾
