როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სტაჟირება
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 13 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
გრინვეი საქართველო
- საქმიანობა
- ავტობიზნესი
- დაარსდა
- 2010
ღია ვაკანსია: 1 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404867006
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს. სს " გრინვეი საქართველო " აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში (დასაქმების პერსპექტივით) სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე (სწავლასთან ხელშეწყობით) სტაჟირების პერიოდი: 3 თვე; სტაჟირების პერიოდში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით: ** კომპანიაში მიმდინარე მარკეტინგულ საქმიანობაში; ** მარკეტინგული პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში; ** ციფრული და კომუნიკაციების მიმართულების აქტივობებში. ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად გადანაწილების უნარი; ** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა; ** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების მიღება და გადარჩევა; ** გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი მარკეტინგის დეპარტამენტში. გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: info@gwg.ge მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მარკეტინგის სპეციალისტი
წისქვილი ჯგუფი
მარკეტინგის სპეციალისტი
Financial Chain Corporation
მარკეტინგის სპეციალისტი
Georgian Beer and Beverages Group
