როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 26 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 26 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 30 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი
ღია ვაკანსია: 1
ახალ ვაკანსიაზე შეტყობინება მოგივა Telegram-ში, ან ელფოსტაზე, თუ ელფოსტით შეტყობინებები გათიშული არ გაქვს.
აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს "Trust Point Construction" -ი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. შპს "ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი" ( www.tpc.com.ge ) აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე პრაქტიკული გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო სამუშაოების სრული ორგანიზება და მართვა ობიექტზე; ** სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; ** სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი; ** უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა; ** მუშების, ხელოსნებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაოს ორგანიზება და კონტროლი; ** სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და დავალებების განაწილება; ** სამშენებლო მასალებისა და საჭირო რესურსების დროული მოთხოვნა; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი; ** დამკვეთთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კოორდინაცია; ** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ** ობიექტზე გამოვლენილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა; ** საოპერაციო დირექტორთან შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით; ** საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო პროცესების სრულად და პრაქტიკულად ცოდნა; ** სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; ** არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა; ** სამუშაოთა მოცულობების კალკულაცია და აზომვა. ** კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: george.mshvildadze@tpc.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ** განაცხადს თან უნდა ერთოდეს თქვენი რეზიუმე (CV) და რეალიზებული ობიექტების ჩამონათვალი (ობიექტი, ფართობი, სამუშაოთა სახეობა, კანდიდატის როლი); ** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საქმეთა მწარმოებელი
ელემენტ კონსტრაქშენი
საქმეთა მწარმოებელი
დეკოლაინი
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
ჰიტეკო ჯგუფი