თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- არასრული განაკვეთი
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 31 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 5 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ფსიქოგანათლების ცენტრი სივრცენი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი " სივრცენი " აცხადებს ვაკანსიებს ენა მეტყველების, ადრეული განვითარების, ქცევის, აკადემიურის, სენსორულ/ოკუპაციურის თერაპევტების, ნეიროფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის პოზიციებზე. ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვთა შეფასება, საჭიროებების იდენტიფიკაცია ** წერილობითი ანგარიშგება და მშობლისთვის გაცნობა ** საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება ** 6 თვეში ხელახალი შეფასება და ინტერვენციის გეგმის განახლება ** საჭიროების შემთხვევაში ბავშვის სხვა სერვისში გადამისამართება ** შემთხვევის განხილვებში მონაწილეობის მიღება ** კვირაში ერთხელ ორგანიზაციულ და გუნდურ შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი. დამატებითი მოთხოვნები: ** უწყვეტი პროფესიული განათლების მზაობა ** პროფესიული სუპერვიზიის ქვეშ მუშაობის მზაობა ** სიახლეების გაცნობის, გაზიარებისა და დანერგვის მზაობა ** შემთხვევის მართვის პროცესში თანამშრომლობის მზაობა და გუნდურობა ** ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულობა ** ორგანიზაციული ღირებულებების პატივისცემა და დაცვა მისამართი: საბურთალო, ჯანო ბაგრატიონის 6 სამუშაო დღეები: შაბათი-კვირა, ასევე განიხილება კვირის სხვა დღეებიც 17:00 საათიდან 21:00 საათამდე. კვირა დღეზე იმოქმედებს განსაკუთრებული ტარიფი. სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი. დოკუმენტაცია: დიპლომი, შესაბამისი სერტიფიკატები, CV, სამოტივაციო წერილი შესაბამისი კანდიდატის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელ. მისამართზე: inspace227@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. განცხადების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სენსორული თერაპევტი
ევექსი
მეტყველების თერაპევტი
საზოგადოება ბილიკი
ექიმი სტომატოლოგი-თერაპევტი
კლინიკა მედი
