ინვენტარიზაციის სპეციალისტი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 14 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
MOORE
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc" , რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ( www.moore-georgia.ge ). აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" — წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს ( www.moore-global.com ). ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpas; ** მზარდი ანაზღაურება; ** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები; ** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი; ** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული; ** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან; ** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას. ძირითადი მოვალეობები: ** წინასწარ შეთანხმებული სამუშაო გეგმის შესაბამისად, ობიექტებზე სრული ან შერჩევითი ინვენტარიზაციის განხორციელება; ** პროექტის სპეციფიკისა და ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა; ** ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და გადაცდომების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება; ** ინვენტარიზაციის შედეგების შეჯამება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება; ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა, დაკისრებული დავალებების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით; ** ინვენტარიზაციის, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინვენტარიზაციის პროცესისა და ძირითადი სააღრიცხვო პრინციპების ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook). პიროვნული თვისებები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია — "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 1500 ₾
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
აჭარა ტექსტილი
ბათუმი